USD2.5936−0.0007EUR2.9111+0.0070GBP3.4835+0.0014CHF3.1622−0.0085TRY0.0516−0.0001RUB0.031308−0.000176AZN1.5256−0.0005AMD0.007195+0.000009UAH0.05694−0.00013

GFX.GE-ის შესახებ

GFX.GE საქართველოში ვალუტის კურსების დამოუკიდებელი შედარების პლატფორმაა. ერთ ეკრანზე აჩვენებს ბანკების, მიკროსაფინანსოებისა და გადამცვლელების ყიდვისა და გაყიდვის კურსებს, ეროვნული ბანკის ოფიციალურ კურსს და იმას, თუ რამდენს მოიგებ სწორი არჩევანით.

რას ვაკეთებთ

ვამოწმებთ 30 ორგანიზაციის კურსს რამდენიმე წუთში ერთხელ, ვაჩვენებთ ბოლო შემოწმების დროს და ვითვლით, სად არის კონკრეტული თანხის გაცვლა ყველაზე მომგებიანი. კურსების ნახვა უფასოა და რეგისტრაციას არ საჭიროებს.

რას არ ვაკეთებთ

ვალუტას არ ვყიდით და არ ვყიდულობთ, ფულს არ ვინახავთ და არცერთ ბანკს ან გადამცვლელს არ ვწარმოადგენთ. ორგანიზაციის კურსი ყოველთვის მისი საიტიდან ან მისივე განაცხადიდან მოდის.

როგორ ვრჩებით დამოუკიდებლები

სარეკლამო ადგილები მონიშნულია და რიგითობაზე გავლენას არ ახდენს. ცხრილები მხოლოდ კურსის მიხედვით ლაგდება. დეტალურად წესები მეთოდოლოგიის გვერდზეა აღწერილი.

ვინ ქმნის GFX.GE-ს

GFX.GE შექმნილია ქართული ვებ-სტუდია Webu-ს მიერ. საიტის მონაცემების წყაროები და გამოთვლის წესები საჯაროა.

მეთოდოლოგია

დაკავშირება

შეკითხვის, შეცდომის ან თანამშრომლობის შემთხვევაში დაგვიკავშირდი.

შედი GFX-ზე და არაფერი გამოგრჩეს

ან
Google-ით შესვლა