USD2.5936−0.0007EUR2.9111+0.0070GBP3.4835+0.0014CHF3.1622−0.0085TRY0.0516−0.0001RUB0.031308−0.000176AZN1.5256−0.0005AMD0.007195+0.000009UAH0.05694−0.00013

როგორ ვადარებთ ვალუტის კურსებს

GFX.GE დამოუკიდებელი შედარების პლატფორმაა. ვალუტას არ ვყიდით და არცერთ ბანკს ან გადამცვლელს არ ვწარმოადგენთ. ამ გვერდზე აღწერილია, საიდან მოდის თითოეული კურსი და როგორ ვითვლით საიტზე ნაჩვენებ ციფრებს.

რას ვადარებთ

ახლა 30 წყაროს: 13 ბანკს, 11 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და 6 გადამცვლელს. მათ გვერდით ვაჩვენებთ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ კურსს.

საიდან მოდის კურსები

ბანკებისა და მიკროსაფინანსოების კურსებს მათი ოფიციალური საიტებიდან და საჯარო API-ებიდან ვიღებთ. რეგისტრირებული გადამცვლელები კურსს თავად აქვეყნებენ პირად კაბინეტში. ასეთი გადამცვლელი საიტზე მხოლოდ მაშინ ჩანს, როცა მისი ანგარიში დამტკიცებულია და ლიცენზია მოქმედია.

რამდენად ხშირად ვამოწმებთ

სამუშაო საათებში წყაროებს 1-დან 3 წუთამდე ინტერვალით ვამოწმებთ, დანარჩენ დროს 15 წუთში ერთხელ. ეროვნული ბანკის კურსს 30 წუთში ერთხელ ვამოწმებთ. თითოეულ კურსთან წერია, როდის შემოწმდა ბოლოს.

ერთეულები და შეცდომების ფილტრი

ყველა კურსს 1 ერთეულზე ვაჩვენებთ. თუ წყარო რუბლს ან დრამს 100 ან 1 000 ერთეულზე წერს, კურსს ავტომატურად გადავიყვანთ. თუ კურსი ერთეულის გასწორების შემდეგაც ეროვნული ბანკის კურსს 30%-ზე მეტით სცდება, მას შეცდომად ვთვლით და არ ვაჩვენებთ.

მოძველებული კურსი

თუ წყარომ კურსი 6 საათზე მეტია არ დაადასტურა, ის მოძველებულად ინიშნება, ნაცრისფრად ჩანს და საუკეთესოდ არასდროს ითვლება. 72 საათის შემდეგ ასეთი კურსი საიტიდან ქრება.

როგორ ვირჩევთ საუკეთესო კურსს

ვალუტის ჩაბარებისთვის საუკეთესოა ყველაზე მაღალი ყიდვის კურსი, ყიდვისთვის ყველაზე დაბალი გაყიდვის კურსი. ვადარებთ მხოლოდ აქტუალურ, არამოძველებულ კურსებს. „საუკეთესო“ ნიშნავს საუკეთესოს GFX.GE-ის მიერ შემოწმებულ წყაროებს შორის და არა მთელ საქართველოში. ზოგ ორგანიზაციას ფილიალებში სხვადასხვა კურსი აქვს, ამიტომ ქალაქის არჩევისას ცხრილი ფილიალების კურსს აჩვენებს.

საკომისიო

გამოთვლები საკომისიოს არ ითვალისწინებს, რადგან ორგანიზაციები მას ერთნაირად არ აქვეყნებენ. გაცვლამდე საკომისიო და ლიმიტები ადგილზე დააზუსტე.

ეროვნული ბანკის კურსი

ეროვნული ბანკი კურსს სამუშაო დღეებში აქვეყნებს და ის მომდევნო დღიდან მოქმედებს. მიმდინარე კურსად ყოველთვის იმ დღის კურსს ვაჩვენებთ, რომელიც ახლა მოქმედებს. უკვე გამოქვეყნებულ შემდეგი დღის კურსს ცალკე ვწერთ და არასდროს ვასაღებთ დღევანდელად ან პროგნოზად.

რეკლამა და დამოუკიდებლობა

სარეკლამო ადგილები საიტზე მონიშნულია. რეკლამა და გამოწერა კურსების რიგითობაზე და „საუკეთესოს“ არჩევაზე გავლენას არ ახდენს: ცხრილები მხოლოდ კურსის მიხედვით ლაგდება.

შედი GFX-ზე და არაფერი გამოგრჩეს

ან
Google-ით შესვლა